“art-decor+“ ბერძნულ-ქართული კომპანიაა, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საღებავების, სამშენებლო და სარემონტო საშუალებების იმპორტი ევროპიდან. აღნიშნულ საქმიანობას ჩვენ 1997 წლიდან ვეწევით. ჩვენთან თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მეტალოკრამიტი და სხვა მრავალი სამშენებლო აქსესუარი – ხმის, თბო თუ ჰიდროსაიზოლაციო საშუალებები.
მაღალკვალიფიციური პერსონალი გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შერჩევაში. თქვენ ასევე საშუალება გექნებათ ისარგებლოთ ვიტექსის ფერების შერჩევის კომპიუტერული პროგრამით, რომელიც კომფორტული საშუალებაა თქვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენ გთავაზობთ ბიოლოგიურად უსაფრთხო და ეკოლოგიური ნივთიერებებისგან დამზადებულ სარემონტო საშუალებებს, რომლებიც სრულიად უვნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა გამძლეობითა და ეფექტურობით.
ჩევენთნ ხარისხი უმთავრესია!
დაბალი ფასები და დიდი არჩევანი, “art-decor+“ – ნამდვილი ევროპული საღებავები და მეტალოკრამიტი!
დამზადებულია საბერძნეთში



